Thumbnail

ქართველებმა ესპანელებსაც 5 გოლი გაუტანეს, მაგრამ...

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპის თასზე საქართველო ესპანეთთან 5:11 დამარცხდა.
  • 17 თებერვალს საქართველოს ნაკრები ჯერ რუმინეთს, შემდეგ კი საფრანგეთს შეხვდება.

უნგრეთში გრძელდება ისტორიაში პირველი ევროპის თასი წყალბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

A ჯგუფში რევაზ ჩომახიძის გუნდმა 16 თებერვალს მეორე მატჩი გამართა და კვლავ დამარცხდა - ქართველებმა ესპანელებთან დათმეს 5:11. 

ქართველთაგან გოლები ცრეპულიამ, ელაჩამ, რურუამ, გეგელაშვილმა და მაგრაქველიძემ გაიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ჩვენი ნაკრები მასპინძელ უნგრეთთან დამარცხდა 5:16.

მეორე ტურში უნგრეთმა რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 10:7 სძლია.

დღეს საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი ელის - დილით რუმინეთთან, საღამოს საფრანგეთთან. მიზანი ჯგუფში სამეულში შესვლაა, რომელიც სუპერფინალის საგზურს იძლევა. სუპერფინალი 8 გუნდიანი იქნება და აპრილის დასაწყისში გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები