Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები უკრაინას, პორტუგალიას და ალბანეთს ეთამაშება
  • ელიტ რაუნდის პირდაპირ საგზურს პირველ-მეორე ადგილი იძლევა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური შეგირდებს თბილისში ავარჯიშებს, ტურნირს კი პორტუგალია უმასპინძლებს, სადაც ქართველები 10 ნოემბერს გაემგზავრებიან.

U17 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია).

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ).

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).

თავდამსხმელები: ნოდარ თუთაშვილი (სფფ აკადემია), თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია).

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს 13 ნოემბერს უკრაინასთან მატჩით დაიწყებს, 16-ში მასპინძელ პორტუგალიას შეხვდება, ხოლო 19-ში – ალბანეთს.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ელიტ რაუნდში ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, ამ 30 ნაკრებს კი, იქ პირდაპირ დაშვებული ესპანეთი და ინგლისი დაემატებიან.

დასკვნით შესარჩევ ეტაპზე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ფინალის საზგურები ჯგუფების გამარჯვებულებს და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

უშუალოდ ფინალური ეტაპი გაისად 21 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში ესტონეთში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები