Thumbnail
  • რეალი 6:0 გალათასარაი
  • როდრიგო ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორია
  • ქარიმ ბენზემამ გოლი ტურნირის ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში გალათასარაის უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, რითაც პლეი ოფისკენ ნაბიჯი გადადგა.  

"სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზე "2:0" უკვე მე-7 წუთზე ენთო, გალათასარაის ნამდვილ რისხვად კი როდრიგო მოევლინა, რომელსაც დუბლის შესასრულებლად და ლიგის ისტორიაში შესასვლელად 7 წუთი ეყო, საბოლოოდ კი ჰეთ თრიკითაც გამოირჩა. 

ანგარიში 18 წლის ბრაზილიელმა თანამემამულე მარსელოს ჩაწოდების შემდეგ გახსნა. როდრიგომ  სტუმართა მცველები გზიდან მარტივად ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ზუსტადაც დაარტყა.   

1:0 როდრიგო (4')

მასპინელთა მეორე გოლიც ბრაზილიურმა დუეტმა შექმნა, ოღონდ, ამჯერად როდრიგომ თანამემამულის გადაცემის შემდეგ, თავით შეაგდო. აღსანიშნავია, რომ რეალის ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი.

2:0 როდრიგო (7')

ამას მალევე მოჰყვა VAR და 11-მეტრიანი ფერნანდო მუსლერას კარში. ნ'ზონზიმ საკუთარ საჯარიმოში კროოსის წინააღმდეგ იუხეშა, არბიტრმა კი ეპიზოდის ვიდეოგამეორებით გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. რეალის კაპიტანი ზუსტი იყო.

3:0 რამოსი (პენ,17')

ტაიმის მიწურულს სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა და ისევ როდრიგო გამოირჩა, ოღონდ, ამჯერად საგოლე პასით. ბრაზილიელმა ნაგატომოს სარისკო პასი ჩაჭრა და ქარიმ ბენზემას გაატანინა. ფრანგი ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგის ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გატანა. 

4:0 ბენზემა (45')

მეორე ტაიმში გალათასარაის კარში კიდევ ორი გოლი გაივდა. დუბლი შეასრულა ბენზემამ, რომელიც საგოლე გადაცემით დანიელ კარვახალმა მოამარაგა.

5:0 ბენზემა (81') 

საბოლოო ანგარიში ისევ როდრიგომ დააფიქსირა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. ბრაზილიელმა ბენზემასთან "კედელი" გაითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტად დაარტყა

6:0 როდრიგო (90+3)

ზინედინ ზიდანის გუნდს A ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილი უკავია, პირველზე კი პარი სენ-ჟერმენია (12). მომდევნო ტურში, 26 ნოემბერს, რეალი სწორედ პარიზელებს მიიღებს. ამავე დღეს გალათასარაი (1) სტამბოლში ბრიუგეს (2) უმასპინძლებს.

რეალი 6:0 გალათასარაი

გოლები: 1:0 როდრიგო (4'), 2:0 როდრიგო (7'), 3:0 რამოსი (პენ. 14'), 4:0 ბენზემა (45'), 5:0 ბენზემა (81'), 6:0 როდრიგო (90+3).

რეალი (4-3-3):  კურტუა - კარვახალი, რამოსი (მენდი, 42'), ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო (მოდრიჩი, 60'), ვალვერდე - როდრიგო, ბენზემა, აზარი (ისკო, 68').

გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - მარიანო, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო (ბუიუქი, 88') - სერი, ნ'ზონზი (ემერ ბაირამი, 46'), ლემინა - ფეგული, ანდონე (დონკ, 46'), ბაბელი.

კომენტარები

ბოლო ამბები