Thumbnail

8 ფინალი ვითამაშე, მაგრამ ერთი ყველაზე მეტად მახსოვს - მალდინის ინტერვიუ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანის ოფიციალურ გვერდზე პაოლო მალდინის ინტერვიუ გამოქვეყნდა
  • ''როსონერის'' ლეგენდამ კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა

პაოლო მალდინი მილანში 25 წელი ითამაშა. იტალიელმა მცველმა მილანის მაისურით 902 შეხვედრა ჩაატარა და საკლუბო დონეზე 25 ტიტული მოიგო. მილანის ლეგენდამ კლუბის ოფიციალურ არხთან 25-წლიანი კარიერის მნიშვნელოვანი მომეტები გაიხსენა:

"მე ვარ პაოლო მალდინი. მილანში 25 დიდებული წელი გავატარე. ჩემპიონთა ლიგის 100-იანთა კლუბის წევრი. (მალდინის ჩემპიონთა ლიგაზე 109 მატჩი აქვს ჩატარებული). ჩემთვის 3-ნომრიან მაისურა წითელ და შავ ფერებში მილანთან ასოცირდება.

1954 წლიდან დღემდე ძალიან ცოტა დრო იყო ისეთი, როდესაც გუნდში მალდინის გვარის წარმომადგენელი არ ირიცხებოდა. პირველი მამაჩემი იყო, რის შემდეგაც მან ამ გუნდში მწვრთნელობა დაიწყო. ჯერ ნერეო როკოს ასისტენტი იყო და შემდეგ უკვე მთავარი მწვრთნელი.

1978 წელს კლუბის აკადემიას შევუერთდი. კარიერის დასრულების შემდეგ, მილანში ჩემი შვილი მოვიდა - ეს უკვე 2009 წელს მოხდა.

პაოლო და ჩეზარე იტალიის ნაკრებში

მუზეუმში არის მაგიდის ფეხბურთი, სადაც ოთხივე ფიგურას სამი ნომერი აწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვაში ოთხივე პოზიციაზე შემეძლო თამაში. ორივე ფეხით კარგად ვთამაშობდა, თუმცა მაინც უპირატესობას მარჯვენა ფეხს ვანიჭებდი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კომპონენტის გაუმჯობესებაზე ვმუშაობდი.

საბოლოოდ, მაგარი ფაქტი ის არის, რომ 40-45 წლამდე თამაშისას ან რა ასაკამდეც უნდა ითამაშო, ყოველთვის შეგიძლია შენი ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება და დახვეწა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მცველის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის დროს შედეგს ვაღწევდი.

ასეთი ამბების გამო, მილანი განსაკუთრებულია...

8 წლის განმავლობაში ფინალი ნათამაშები არ გვქონდა, რის შემდეგაც ამის დროც დადგა. ამ სეზონში მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე 19 თამაში ჩაატარა და მე 19-ივე შეხვედრაში ვითამაშე. ალბათ, ფინალი ჩვენი ყველაზე საშინელი მატჩი იყო, მაგრამ მატჩის მნიშვნელობამ სანახაობრიობას ამ თამაშში ხაზი გადაუსვა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

2003 წელი
მილანი ლიგის მოგებას ზეიმობს

2005 წელი - სტამბოლის ფინალი

ეს არ არის კარგი მოგონება. ამ ყუთში, რომელსაც თურქული სიმბოლო აქვს, წამზომი დევს, რომელმაც ჩემ მიერ 2005 წლის ფინალში გატანილი გოლი დააფიქსირა.

ეს იყო გოლი ყველაზე რთულ თამაშში, ყველაზე რთულ ფინალში, რომელიც მითამაშია. ამ დრომდე ეს ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში. ეს მშვენიერი თამაში იყო, რომელსაც თან ახლდა სპორტული დრამა. ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და ვერასდროს ასე გადაჭრით ვერაფერს იწინასწარმეტყველებ, სწორედ ამის გამოა ასეთი განსაკუთრებული.

მეცინება, რვა ფინალი ვითამაშე და აქედან 5 მოვიგე, მაგრამ ეს ფინალი ყველაზე კარგად მახსოვს.

ამ ფინალმა განსაკუთრებული იარა დამიტოვა. უდავოდ, ამ ფინალში ჩვენ ვიყავით ფავორიტები და უკეთაც ვთამაშობდით. ეს შედეგი მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე არ უნდა დაფიქსირებულიყო, რადგანაც მთელი თამაში უპირატესობას ვფლობდით და ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ...

რაღაც ამბებს რთულად ხვდები, მაგრამ ერთხელაც ეჩვევი ამას, იმ შემთხვევაში თუ კიდევ ერთ შანსს იღებ.

2005 წელი
პაოლო მალდინი სტამბოლის ფინალის შემდეგ

2007 წელი - რევანში ლივერპულთან

სეზონის სტარტი რთული გამოდგა. ძალიან ბევრი ტკივილგამაყუჩებელი მქონდა მიღებული და მატჩიდან ბევრი რამ არ მახსოვს. მახსოვს მატჩის დასაწყისი და ინძაგის გოლი. მახსოვს დასასრული და ზეიმი მატჩის შემდეგ.

კიდევ ერთი სახალისო ფაქტი ის არის, რომ ფინალიდან 3 დღის შემდეგ, ჩემთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ნარკოზი გამიკეთეს და სანახევროდ მეძინა, მაგრამ როგორც კი ვფხიზლდებოდი, მაშინვე ის მაინტერესებდა, ფინალი მოვიგეთ თუ წავაგეთ. რამდენიმე წამი პანიკაში ვიყავი, მახსენდებოდა, რომ ფინალი მოვიგეთ და ისევ მეძინებოდა.

ჩემი ურთიერთობა ამ კლუბთან 1978 წელს დაიწყო. მალდინების ოჯახს 50-იანი წლებიდან ყოველთვის ჰყავდა ერთი წევრი, რომელიც ამ კლუბს წარმოადგენდა და ეს ყველაფერს ამბობს.

სურვილი მაქვს, რომ განვვითარდე. უკან არასდროს ვიხედები. არ მიყვარს იმის ყურება, თუ რა გავაკეთე. ყოველთვის ვირჩევ მომავალ ხედვებს - ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ქალაქ მილანის მთავარი საიდუმლო.

Maldini Interview - UEFA

A legend is built on epic moments, let’s revisit those that have marked Paolo Maldini’s career 🔝 #SempreMilan

Posted by AC Milan on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები