Thumbnail

ორიგინალური აღნიშვნა - მსაჯისა და ვიდეორეფერის პაროდია ბრაზილიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანტოსი ბრაზილიის ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის იბრძვის
  • მარინიომ გოლი გაიტანა და მსაჯის პაროდია გააკეთა

ბრაზილიის სერია A-ს დასრულებამდე 8 ტური რჩება. სავარაუდოდ, ფლამენგო ჩემპიონობის შანსს ხელიდან აღარ გაუშვებს და პალმეირასს ჩემპიონობას ჩამოართმევს. ფლამენგოს დიდი უპირატესობა აქვს და ახლა უკვე მე-2 ადგილისთვის ბრძოლა უფრო აქტუალურია. პალმეირასს ვერცხლის მედლებში სანტოსი ეცილება, რომელმაც 30-ე ტურში ბოტაფოგოს 4:1 მოუგო.

სანტოსი მე-3 წუთზე დაწინაურდა, ხოლო მე-13 წუთისთვის მასპინძლები მარიონიოს გოლით უკვე 2:0-ს იგებდნენ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა, რის გამოც მისი გოლი უამრავმა ადამიანმა ნახა. მარინიომ მსაჯის პაროდია გააკეთა - ბრაზილიელმა ფეხბურთელი ბოლო პერიოდში აქტუალურ თემას - მსაჯისა და ვიდეორეფერის საუბარი გაითამაშა, რის შემდეგაც გოლი ცეკვით აღნიშნა.

სანტოსი 4:1 ბოტაფოგო | მარიონიოს გოლის ორიგინალური აღნიშვნა

სანტოსი 4:1 ბოტაფოგო | მარიონიოს გოლის ორიგინალური აღნიშვნა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები