Thumbnail

შეცდომა გამოასწორეს – ბითაძეს კლივლენდთან ორმაგი დუბლი ჩაუთვალეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გოგა ბითაძეს კავალიერსთან მატჩში 10 ქულა და 10 მოხსნა დაუწერეს
  • ქართველმა ცენტრმა დაბლ-დაბლი სეზონის მე-3 მატჩში გაიფორმა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. როგორც ირკვევა, ეს ღირშესანიშნავი მოვლენა ჯერ კიდევ 2 ნოემბერს მომხდარა, როდესაც ინდიანა პეისერმა კლივლენდ კავალიერსს 102:95 სძლია.

მცირე განმარტება: იმ მატჩში ყველა წამყვანმა სპორტულმა ვებ-გვერდმა და მათ შორის ლიგის ოფიციალურმა საიტმაც ბითაძეს 10 ქულა და 9 მოხსნა დაუწერა, დღეს კი, სტატისტიკა განახლდა და ქართველ ტალანტს 10 მოხსნა ჩაუთვალეს.

📺 ბითაძის ჰაილაითები კლივლენდთან

შედეგად, გოგამ პირველი ამერიკული დაბლ-დაბლი ასე უჩუმრად, უკვე სეზონის მე-3 შეხვედრაშივე გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ კლივლენდელებთან ჩაგდებული 10 ქულა გოგასთვის სარეკორდოდ რჩება, მოხსნებში მაჩვენებელი კი დღეს დილით გააუმჯობესა, როდესაც შარლოტთან შეხვედრაში ფარიდან ასხლეტილი ბურთი 11-ჯერ მოიხელთა.

ვთქვათ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ხუთ მატჩში ბითაძის საშუალო მონაგარი 5.4 ქულა, 5.4 მოხსნა, 2.6 დაფარება და 1.6 პასია.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი ხვალ დილით ელის, როდესაც შინაურ კედლებში ვაშინგტონ უიზარდსს დაუხვდება. თამაში თბილისის დროით 04:00 დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები