Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში 4 ძიუდოისტით გაემგზავრება
  • საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის ტურნირზე 6 ძიუდოისტით იასპარეზა

ძიუდოს მსოფლიო ტურის დასრულებამდე ორი ტურნირი რჩება - ოსაკას გრანდ სლემი იაპონიაში და შემაჯამებელი მასტერსი ჩინეთში.

ოსაკას გრანდ სლემი 22 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება. ამ ტურნირზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ). 

შარშანდელ ტურნირზე საქართველო 6 ძიუდოისტით გაემგზავრა და უმედლოდ დარჩა. ყველაზე მაღალი პოზიცია უშანგი მარგიანმა დაიკავა - ის მე-5 ადგილზე გავიდა. მარგიანს ოსაკაში ბრინჯაოს მედალიც აქვს მოგებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოსაკას გრანდ სლემზე:

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
90 კგ - ბექა ღვინიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები