Thumbnail

ტევესს ისევ ლამაზი გოლები გააქვს - მაკრატელა არსენალის კარში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბოკა ხუნიორსი არგენტინის სუპერლიგაში მორიგი ტიტულისთვის იბრძვის
  • კარლოს ტევესს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი

ბოკა ხუნიორსმა არგენტინის სუპერლიგის მე-12 ტურში სარანდის არსენალი 5:1 გაანადგურა და 24 ქულით მესამე ადგილს რივერ პლეიტთან იყოფს. მასპინძელთა მხრიდან პირველი გოლი მე-16 წუთზე კარლოს ტევესმა გაიტანა.

არგენტინელმა შემტევმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა - ტევესმა არსენალს "მაკრატელა" გაუტანა და სეზონში მესამედ გამოიჩინა თავი.

კარლოს ტევესს სურდა, რომ კოპა ლიბერტადორესი მოეგო და კარიერა ისე დაესრულებინა, თუმცა ბოკა ხუნიორსი ნახევარფინალიდან რივერ პლეიტმა გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები