Thumbnail

'ეს ნამდვილი სიგიჟე იყო' - ლამპარდმა ჩელსის მებრძოლი სულზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჩელსისა და აიაქსის შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა
  • ფრენკ ლამპარდმა თამაშზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამსტერდამის აიაქსთან შეხვედრის შემდეგ თავისი მოთამაშეები შეაქო. ინგლისელმა სპეციალისტმა ჩელსის მებრძოლი სულზე ისაუბრა. ინგლისური კლუბი 1:4 მარცხდებოდა და საბოლოოდ, მათ შეხვედრის გადარჩენა მოახერხეს (4:4). რომ არა ვიდეორეფერის მიერ გაუქმებული გოლი, ლონდონელები მოიგებდნენ კიდეც. 

​ ფრენკ ლამპარდის გუნდს ჯგუფში 7 ქულა დაუგროვდა ​

“ვგრძნობდი, რომ ეს ჯგუფი რთული იქნებოდა. ორი თამაში დაგვრჩა და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. რიის ჯეიმსი შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშეა და თქვენ ეს ნახეთ. იგი მომავალში დიდებული ფეხბურთელი იქნება კლუბისთვის,” - განაცხადა ფრენკმა.

რიის ჯეიმსა ამსტერდამელებს მე-4 გოლი გაუტანა

“ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. მსგავსი სპექტაკლისთვის გჭირდება პერსონაჟები და პერსონები. ფეხბურთელებმა ეს საღამო შექმნეს და მე ის მიყვარს” - დაამატა ლამპარდმა 

ჩელსის, ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში, აიაქსისა და ვალენსიას მსგავსად, 7 ქულა აქვს. მერვედფინალში გამსვლელთა ვინაობა დარჩენილ ორ ტურში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები