Thumbnail
  • გრანიტ ჯაკას 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია
  • დიდი ალბათობით, შვეიცარიელი არსენალს იანვარში დატოვებს

გრანიტ ჯაკას კაპიტნობა ოფიციალურად ჩამოართვეს. ამას არსენალის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ადასტურებს.

“გრანიტს ველაპარაკე და გადავწყვიტეთ, რომ ის ჩვენი გუნდის კაპიტანი აღარ იქნება,” - განაცხადა ემერიმ.

შვეიცარიელი ფეხბურთელი მოედანზე 27 ოქტომბრის მერე არ გამოჩენილა. მან კრისტალ პალასთან გამართულ შეხვედრაში გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა. იგი არ ითამაშებს ევროპალიგის შეხვედრაში ვიტორია გიმარაეშის წინააღმდეგ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრესაში ვარაუდობენ, რომ 27 წლის ფეხბურთელს ინგლისური კლუბი იანვარში გაყიდის.

გრანიტ ჯაკას არსენალის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

ჯაკა “მეთოფეებს” მიონხენგლადბახის ბორუსიადან 2016 წელს 38 მილიორი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

ლონდონის არსენალის ახალი კაპიტანი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები