Thumbnail
  • აშშ-ის სტუნდენტური საკალათბურთო ლიგა დაიწყო
  • ქართველების გუნდებმა პირველი მატჩები მოიგეს

აშშ-ში სტუდენტური საკალათბურთო ლიგა დაიწყო. NCAA-ის სეზონის სტარტი წარმატებული გამოუვიდათ იქ მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილსა და გიორგი ბეჟანიშვილს. 

მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა სტუმრად ვაგნერს დამაჯერებლად, ანგარიშით 105:71 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-იდან 5 ორქულიანი, 4-იდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი არაზუსტად ტყორცნა.

📺 მატჩის ჰაილაითები

📺 სანდროს ეფექტური პასი 

მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 9 ნოემბერს, შინ სთოუნი ბრუკთან გამართავს.

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა სტუმრად ნიკოლსის შტატის უნივერსისტეტს ოვერტაიმში, 78:70 მოუგო. მატჩის ძირითად დრო 66:66 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრება 12:4 მოიგეს. 

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-იდან ორივე სამქულიანი, 7-იდან 2 ორქულიანი და 3-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

📺 მატჩის ჰაილაითები

ილინოისი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, სტუმრად გრან კანიონთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები