Thumbnail
  • მე-4 ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ლონდონში გაიმართა
  • 9-კაციანმა აიაქსმა ლონდონიდან ქულის წაღება შეძლო

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ყველაზე გამორჩეული მატჩი ლონდონში გაიმართა. დორტმუნდისა და ინტერის მატჩიც საოცარი იყო, თუმცა ჩელსისა და აიაიქსის შეხვედრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა - გულშემატკივარმა 8 გატანილი გოლი და 2 წითელი ბარათი იხილა.

სტუმრებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. პრომესის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს ტემი აბრაჰამი შეეხო და საკუთარ კარში გადაგზავნა.

ჩელსიმ 2 წუთში გაათანაბრა - კრიშტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა - 1:1.

აიაქსი მეორედ მე-20 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ზიეჩის გადაცემით პრომესმა ჩელსის მეორე გოლი გაუტანა. ქუინსი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა.

 

ჰაკიმ ზიეჩმა მატჩის 35-ე წუთზე ფანტასტიკური ჯარიმა შეასრულა. ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც კეპასკენ წავიდა და ლონდონელთა მეკარემ მესამე გოლი საკუთარ კარში გაიტანა - 1:3.

აიაქსმა მატჩის 55-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თავი დონი ვან დე ბეეკმა გამოიჩინა და ისე ჩანდა, რომ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა, თუმცა ჩელსი არ დანებდა და აბრაჰამის გადაცემით ასპილიკუეტამ 63-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა - 2:4.

შეხვედრაში გადამწყვეტი 68-ე წუთი აღმოჩნდა. ჯანლუკა როკიმ ჯერ ბლინდი გააძევა უხეშობის გამო, რის შემდეგაც მომენტი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და ველტმანს მეორე ყვითელი ბარათი მისცა და აიაქსის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ისევ ჟორჟინიომ გაიტანა - 3:4.

ბლინდისა და ველტმანის წითელი ბარათები

ჟორჟინიოს დუბლი

ჩელსიმ 9-კაციან აიაქსთან ანგარიში მალევე გაათანაბრა. ზუმას თავური ხარიხას მოხვდა და გადმოვარდნილ ბურთს ჯეიმსმა დაამატა და წონასწორობა აღადგინა - 4:4. 19 წლის მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა.

ჩელსიმ მეხუთედაც შეძლო აიაქსის კარის აღება, თუმცა ასპილიკუეტას დუბლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. აიაქსი 9-კაცითაც შეტევაში წავიდა და ალვარესს შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა კეპამ კარგად ითამაშა.

საბოლოოდ, მატჩი 4:4 დასრულდა და ''სტემფორდ ბრიჯზე'' შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა. აიაქსსა და ჩელსის 7-7 ქულა აქვთ. 7 ქულა აქვს ვალენსიასაც, რომელმაც ფრანგული ლიგი 4:1 გაანადგურა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დატოვა.

ჩელსი 4:4 აიაქსი

გოლები: 0:1 აბრაჰამის ავტოგოლი (2), 1:1 ჟორჟინიო (პენ-4), 1:2 პრომესი (20), 1:3 კეპას ავტოგოლი (35), 1:4 ვან დე ბეეკი (55), 2:4 ასპილიკუეტა (63), 3:4 ჟორჟინიო (პენ-71), 4:4 ჯეიმსი (74)

ლივერპული 2:1 გენკი

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (14), 1:1 სამატა (41), 2:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (53)

ლიონი 3:1 ბენფიკა

გოლები: 1:0 ანდერსენი (4), 2:0 დეპაი (33), 2:1 სეფეროვიჩი (76), 3:1 ბ. ტრაორე (89)

ნაპოლი 1:1 ზალცბურგი

გოლები: 0:1 ჰაალანდი (11), 1:1 ლოსანო (44)

ვალენსია 4:1 ლილი

გოლები: 0:1 ოსიმენი (25), 1:1 პარეხო (66-პენ), 2:1 სუმაორო (82 ს.კ.), 3:1 კონდოგბია (84), 4:1 ფ. ტორესი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები