Thumbnail

ლიდერი ტენერიფე - შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ისევ დაუმარცხებელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიმბურკი 68:78 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის მორიგი კარგი თამაში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. დაუმარცხებელ ლიდერთა დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სტუმრად ნიმბურკს 78:68 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 22 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიომ 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო სტუმრად! ნიმბურკს კი 37-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა - თებერვლის მერეეს გუნდი მხოლოდ იგებდა.  

შერმადინის ჩატენვა

მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი თურქულ გაზიანთეფს უმასპინძლებს. მატჩი 13 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები