Thumbnail

დორტმუნდმა საოცარი მატჩი შემოატრიალა და პლეი-ოფს მიუახლოვდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბორუსია 3:2 ინტერი
  • 0:1 - მარტინესი (5), 0:2 - ვესინო (40), 1:2 - ჰაკიმი (51), 2:2 - ბრანდტი (64), 3:2 - ჰაკიმი (77)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხე ტურის მატჩი ანტონიო კონტეს ინტერმა სტუმრად, დორტმუნდში ჩაატარა და ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 2:3 დათმო.

შეხვედრაში ანგარიში მალევე, სწრაფი გოლით კლუბის არგენტინელმა ლიდერმა - ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელმაც წელს უკვე მერვე გოლი გაიტანა.

0:1 - მარტინესი

სხვაობა ორამდე, ზუსტი დარტყმით ინტერის ურუგვაელმა - ვესინომ გაზარდა. ცენტრალური ნახევარმცველი შეტევაში კარგად ჩაერთო.

0:2 - ვესინო

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, სხვაობა მინიმუმამდე დორტმუნდის ბორუსიას მაროკოელმა ლეგიონერმა - აშრაფ ჰაკიმიმ შეამცირა.

1:2 - ჰაკიმი

ჰაკიმის გოლს მალე გერმანიის ნაკრების წევრის გოლი მოჰყვა - 23 წლის ჯულიან ბრანდტმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2

2:2 - ბრანდტი

შეხვედრას საბოლოო წერტილი, ისევ ჰაკიმიმ დაუსვა - რეალიდან განთხოვრების წესით გადმოსულმა ფეხბურთელმა მატჩის შემოტრიალება შეძლო!

3:2 - ჰაკიმი

საბოლოოდ ბორუსიამ მეორე ნახევარი შესანიშნავად ითამაშა და სიგნალ იდუნა პარკზე მატჩის შემობრუნება შეძლო. 4 ტურის შემდეგ, ბარსას 8 ქულა აქვს, ბორუსიას 7, ხოლო ინტერი 4 ქულით მესამე პოზიციაზე რჩება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაუტარო მარტინესი სამუელ ეტო'ოს (2010) შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც ინტერის ფორმით ჩემპიონთა ლიგაზე ზედეზედ 3 მატჩში გაიტანა.

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ისეთი მატჩი, რომელშიც პირველი ტაიმი წააგო. ბოლოს 2001 წელს ბოავიშტას წინააღმდეგ შემოატრიალა.

⚽ ისტორიაში პირველად - ინტერმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი წააგო, რომელსაც 2 ბურთის სხვაობით იგებდა.

შემადგენლობები

დორტმუნდის ბორუსია (4-2-3-1): ბურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი - ვიცელი, ვეილი - სანჩო (პიშეკი - 82), ბრანდტი, თ. აზარი (გერერო - 89), გიოცე (ალკასერი - 64).

მილანის ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრი, სკრინიარი - კანდრევა, ვესინო (სენსი - 68), ბროზოვიჩი, ბარელა, ბირაგი (ლასარო - 66) - ლუკაკუ (პოლიტანო - 73), მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები