Thumbnail

პირველი ქართველი დანიაში | გიორგი დიხამინჯიამ მიდტიულანდში დებიუტი 3 გოლით აღნიშნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პეგასის 20 წლის ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია მიდტიულანდში გადავიდა.
  • დებიუტი ქართველმა 3 გოლით აღნიშნა.

თბილისის პეგასის 20 წლის ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია დანიურ მიდტიულანდში გადავიდა და დებიუტი 3 გოლით აღნიშნა.

მიდტიულანდი შინ ოლბორგთან 17:36 დამარცხდა, ქართველი დებიუტანტის ანგარიშზე გუნდში ყველაზე მეტი, 3 გოლია. 

გიორგი დიხამინჯია პირველი ქართველია, ვინც დანიის ჩემპიონატში (888ligaen) ითამაშა. 

მიდტიულანტი 19 მატჩიდან 13 ქულით დანიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. ამისთვის კი 8 საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები