Thumbnail

VAR-ის მიერ გაუქმებული გოლები - ბარსელონამ სლავიას ვერ მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბარსელონა 0:0 სლავია
  • ზენიტი 0:2 ლაიპციგი

F ჯგუფის მე-4 ტურის მატჩში სენსაცია დაფიქსირდა - ბარსელონამ "კამპ ნოუზე" ვერ მოუგო პრაღის სლავიას - 0:0. ბარსელონა 8 ქულით ლიდერობს, სლავია 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

პირველი ტაიმის ბოლოს სლავიამ გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც VAR-მა დაადასტურა. 

59-ე წუთზე ბარსელონა, თითქოს, დაწინაურდა, მაგრამ აქაც VAR ჩაერთო საქმეში, რომელმაც ლეო მესიზე მცირე თამაშგარე დააფიქსირა. VAR კიდევ ერთხელ, მე-3 კომპენსირებულ წუთზე დაჭირდათ, თუმცა მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ვიდეორეფერიმ პენალტის დანიშვნა არ ინება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ლიდერობს და ლა ლიგაშიც, მის თამაშს კრიზისის ნიშნები აქვს, რაც კარგად გამოჩნდა ლევანტესთან 1:3 მარცხის დროს. 

2018 წლის თებერვლის მერე პირველად, ბარსელონამ ოფიციალურ მატჩში "კამპ ნოუზე" გოლი ვერ გაიტანა.

ბარსელონა 0:0 სლავია

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა (46. სერხი რობერტო) - არ. ვიდალი, ბუსკეტსი (68. რაკიტიჩი), ფ. დე იონგი - მესი, დემბელე (65. ფატი), გრიზმანი

სლავია (4-2-3-1): კოლარჟი - კუფალი, კდელი, ფრიდრიხი, ბორილი - სუჩეკი, ი. ტრაორე (57. ტედი) - შევჩიკი, სტანჩუ (63. ჰუსბაუერი), ოლაინკა - მასოპუსტი (82. პროვოდი)

ზენიტი 0:2 ლაიპციგი

გოლები: 0:1 დემე (45+5), 0:2 ზობიტცერი (63)

კომენტარები

ბოლო ამბები