Thumbnail

ნაკარავას რასინგიდან აგდებენ - ფიჯელი მორაგბე გაუჩინარდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლეონი ნაკარავა მსოფლიო თასიდან კლუბში არ დაბრუნებულა
  • რასინგი ფიჯელის კლუბიდან გაგდებას აპირებს

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ლეონი ნაკარავა მსოფლიო თასს 9 ოქტომბერს დაემშვიდობა და კლუბმა მას ორკვირიანი შვებულება მისცა, რათა დაესვენა და საფრანგეთში დაბრუნებულიყო.

ნაკარავამ მსოფლიო თასზე 12 ოფლოუდი შეასრულა.

ნაკარავა 23 ოქტომბერს რასინგის ვარჯიშზე უნდა მისულიყო, თუმცა ფიჯელი ვარჯიშზე არ გამოცხადდა და აგერ უკვე ორი კვირაა კლუბის ზარებსაც არ პასუხობს. ლეონი ფინ რასელთან ერთად რასინგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა. დიდი ალბათობით, ხელმძღვანელები მას გუნდიდან გარიცხავენ.

ნაკარავა რასინგში გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის თანაგუნდელია. ფრანგული კლუბი TOP 14-ის გასავარდნ ზონაშია. რასინგი 13 ქულით მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები