Thumbnail
  • ჩემპიონი ისევ ენისეია, სადაც კაჭარავა და კიდევ რამდენიმე ქართველი თამაშობს
  • 64 ლეგიონერიდან თითქმის ნახევარი ქართველია - 31

ბოლო დროს რუსეთის სარაგბო პრემიერ ლიგაში ქართველი ლეგიონერების რიცხვი რადიკალურად გაიზარდა - 8 გუნდიან ჩემპიონატში 31 ქართველი ირიცხება! 2 ნოემბერს პრემიერ ლიგის ფინალში ენისეიმ 27:13 დაამარცხა კრასნი იარი. 

რუსეთის უკვე 10-გზის ჩემპიონის ღირსებას ამ სეზონში იცავდნენ დავით კაჭარავა, მიხეილ გაჩეჩილაძე, დავით მესხი და ნიკოლოზ ხატიაშვილი. ევროთასებისთვის ალექსანდრ პერვუხინმა გუნდში მიიწვია რობერტ სუთიძე და ნიკოლოზ სუხაშვილი. 

ენისეი-სტმ 10-გზის ჩემპიონია

პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გასული სლავიას მთავარი მწვრთნელი ქართველი გია ამირხანაშვილია.

Tier 2 Rugby-ის მიხედვით, ახლა რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი თამაშობს - 31. და ეს მაშინ, როცა ერთ გუნდში 8 ლეგიონერზე მეტი არ შეიძლება (სულ 64 ლეგიონერი). 

მეორე ადგილზე არიან მსოფლიოს ჩემპიონი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები - 13. რუსეთში 6 ახალზელანდიელი და 4 მოლდოველი თამაშობს. 2-2 ფიჯელი, ლატვიელი, ტონგელი და უკრაინელი, თითო არგენტინელი და ბენინელი. 

სხვათა შორის, ბენინელი მოთამაშეა პასკალ კინუოვო. ბენინი კი საერთოდ არ არის მსოფლიო რეიტინგში. 

კომენტარები

ბოლო ამბები