Thumbnail
  • ქართველი მეკარით პორტუგალიური გრანდი დაინტერესდა
  • მაკარიძე 'ტრანსფერმარკტზე' 1.2 მილიონი ევრო ღირს

პრესტიჟული პორტუგალიური გაზეთის, A bola-ის ინფორმაციით, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის სპორტინგს სურს. პრიმეირა ლიგის გრანდს ქართველი მეკარის დამატება იანვარშივე სურს.

29 წლის მეკარეს აქამდე 4 პორტუგალიურ კლუბში უთამაშია. მაკარიძე ფეირენსეს, მორეირენსესა და რიუ ავეს ღირსებას იცავდა, ამჟამად კი ვიტორია სეტუბალის გოლკიპერია.

🗒 მეტი ამ თემაზე: 

გიორგის პორტუგალიურ გრანდში გადასვლის შანსი აქამდეც ჰქონდა - მისით ბენფიკა ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მაკარიძის ყიდვა სურდა ბრაგასაც, თუმცა ტრანსფერი არც ამ შემთხვევაში განხორციელდა.

მაკარიძემ პრიმეირას 10 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა

სპორტინგის მთავარი მეკარე 29 წლის ბრაზილიელი რენან რიბეიროა, მეორე მეკარე კი 20 წლის ლუსი მაქსიმილიანოა. ახალაგზრდას გუნდში გამოუცდელობის გამო, არ ენდობიან და ის იშვიათად თამაშობს.

გიორგის პრიმეირა ლიგაში შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს: მან 10 ჩატარებულ შეხვედრაში კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა და მხოლოდ 6 გოლი გაუშვა (აქედან 4 პორტუსთან, თითო-თითო კი ბენფიკასთან და სანტა კლარასთან).

"ტრანსფერმარკტის" ინფორმაციით, ქართველი მეკარე 1.2 მილიონი ევრო ღირს (ქართველ მეკარეებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). ყველაზე მაღალი ფასი მაკარიძეს 2017 წლის ზაფხულს ჰქონდა - 1.5 მილიონი ევრო. ვიტორია სეტუბალი 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-11 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები