Thumbnail

PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება - ტურნირის განრიგი ცნობილია

  • საქართველოს ჩემპიონატი PES 2020-ში 6 ქალაქში გაიმართება
  • ორი საუკეთესო მოთამაშე ქვეყანას კიბერ ევრო 2020-ზე წარმოადგენს

5 ნოემბერს, ვაკის მედიათეკაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ჩოგოვაძემ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. 

ხელშეკრულების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი PES 2020-ში. ტურნირი 24 ნოემბრიდან საქართველოს ხუთ ქალაქს მოივლის, ფინალური შეხვედრა კი  22 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ორი მოთამაშე  ქვეყანას კიბერ ევრო 2020-ზე წარმოადგენს.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს გადაცილებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე.

PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატის განრიგი

ოზურგეთი -  24 ნოემბერი
ბათუმი -  30 ნოემბერი
ზუგდიდი - 7 დეკემბერი
ქუთაისი  - 8 დეკემბერი
რუსთავი - 14 დეკემბერი
თბილისი - 20,21 დეკემბერი
ფინალი - 22 დეკემბერი (თბილისი)

🇬🇪 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოგიდგენთ ჩემპიონატს PES 2020-ში. 🎮 მოიმარჯვე ფლეისთეიშენის კონტროლერი, ჩაიცვი...

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები