Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსია სანჩოს 100 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის
  • ინგლისელით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება

Dailymail-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას ჯეიდონ სანჩოთი დაინტერესდა. ესპანური კლუბი 19 წლის ფეხბურთელის დამატებას 2020 წლის ზაფხულში შეეცდება.

ახალგაზრდა ტალანტი 2017 წელს მანჩესტერ სიტიდან დორტმუნდში აღმოჩნდა. ინგლისელმა გერმანიაში იმედები გაამართლა. მისი კარგი თამაში არ გამოპარვია ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს, რომელმაც სანჩო ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

გერმანული კლუბი ხვდება, რომ სანჩოს შენარჩუნება გაუჭირდება და ცდილობს, ფეხბურთელი მაღალ ფასში გაყიდოს. ბორუსიას ხელმძღვანელობა ჯეიდონს 100 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ შეელევა. "სამეფო კლუბში" დაახლოებით ამ ოდენობის თანხის გადახდას ფიქრობენ.

მადრიდული კლუბის სანჩოთი დაინტერესება მთავარი პრობლემაა მანჩესტერ იუნაიტედისთვის, რომელიც ახალგაზრდა ინგლისელს დიდი ხანია აკვირდება. ჯეიდონი "წითელი ეშმაკებისთვის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ესპანური გრანდის ინტერესი კი იუნაიტედს ტრანსფერის განხორციელებაში ხელს უშლის. ინგლისური კლუბი დიდი ალბათობით ვერ მოხვდება მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში, ახალგაზრდა მოთამაშისთვის კი ლიგაზე ასპარეზობა პრიორიტეტულია.

სანჩომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 3 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები