Thumbnail

გრიგალავა ტურის სიმბოლურში - გია სპარტაკთან მატჩში გამოარჩიეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტულის არსენალის ქართველ მცველს სპარტაკთან დამაჯერებლად თამაში დაუფასდა
  • 30 წლის ფეხბურთელი ტურის 11-ეულში МАТЧ ПРЕМЬЕР-მა და Sofascore-მა შეიყვანა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველი გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 30 წლის ფეხბურთელი ტურის 11 საუკეთესოს შორის, რუსეთის ფეხბურთის პრემიალურმა ტელეარხმა МАТЧ ПРЕМЬЕР-მა, ასევე სპორტული სტატისტიკის საიტმა Sofascore-მა დაასახელა.

რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში გრიგალავას გუნდმა, ტულის არსენალმა სტუმრად მოსკოვის სპარტაკი მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. გიამ მასპინძელთა დაცვის ხაზში შეუცვლელად და დამაჯერებლად ითამაშა. 

მეტი ამ თემაზე: 'ჯანო ტექნიკურია' - ანანიძემ სპარტაკში ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

Sofascore-ის თანახმად, ქართველ მცველს ბურთის 8 ამოტანა, 2 დარტყმის დაბლოკვა, თითო ჩაჭრა და მოგერიება ჰქონდა. მის ანგარიშზე მიწაზე 3-იდან 3 მოგებული დუელია, ხოლო “მეორე სართულზე” 7-იდან 4 მოგებული ორთაბძოლაა. გრიგალავას ჯამში 17 ზუსტი პასი ჰქონდა (68%), მისი 8 გრძელი გადაცემიდან კი ზუსტი 4 აღმოჩნდა. საიტმა ქართველის თამაში 7,6 ბალით შეაფასა.

Team of the Week provided by Sofascore LiveScore

გია გრიგალავა ტულის არსენალში სტაბილურად თამაშობს - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში 13 ჩატარებული მატჩი, 1 გოლი და 4 ყვითელი ბარათია. გიამ 13-ივე შეხვედრა გუნდის სასტარტოში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.

გია გრიგალავამ გიორგი ჯიქიას დუელი მოუგო

ტულის არსენალს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 15 ტურის შემდეგ, 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს გრიგალავას გუნდი 10 ნოემბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები