Thumbnail

იკერ კასილიასმა 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა 

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • იკერ კასილიასს ინფარქტი მაისში მოუვიდა
  • ესპანელს სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლა მოუწევს

პორტუს მეკარე იკერ კასილიასს გულის შეტევა მაისში გუნდის ვარჯიშზე მოუვიდა. 38 წლის ფეხბურთელს მალევე ჩაუტარდა ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და კლინიკიდან 5 დღეში გაწერეს, თუმცა კარდიოლოგები ვარაუდობდნენ, რომ იკერს საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევდა. 

6 თვის შემდეგ ესპანელმა პორტუს პირველ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. კასილიასი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კლუბმა გასულ ზაფხულს იკერის შემცვლელი არგენტინელი აგუსტინ მარჩესინი კლუბ ამერიკადან დაიმატა. იგი პორტუგალიური გუნდის ნომერ პირველ მეკარედ განიხილება, თუმცა იკერს სჯერა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, პირველობას დაიბრუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები