Thumbnail

7 თამაშის შემდეგ, NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსი მეორე ადგილზეა! სანსმა ფილადელფიასთან დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სტარტი შემთხვევითი არ არის - მანამდე წაუგებელ სიქსერსს ფინიქსელებმა 114:109 მოუგეს. ამრიგად, NBA-ში უკვე ყველა გუნდს აქვს მინიმუმ ერთი წაგება. სანსისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

მასპინძლების გამარჯვება პირველ რიგში დევინ ბუკერის დამსახურებაა. მან ფილადელფიას 40 ქულა ჩაუგდო და კარიერაში 6000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ბუკერზე უფრო სწრაფად ეს NBA-ში ისტორიაში მხოლოდ 7 მოთამაშეს აქვს გაკეთებული.

დევინს მხარი ყველაზე კარგად რიკი რუბიომ აუბა. ესპანელმა გამთამაშებელმა 21 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. კარგად ითამაშეს კელი ობრი უმცროსმა (14 ქულა) და არონ ბეინსმაც (15).

ფილადელფიამ კვლავ ჯოელ ემბიიდის გარეშე ითამაშა. სიქსერსის ლიდერმა ამით კარლ-ენტონი თაუნსთან ჩხუბის გამო მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა. ემბიიდის არყოფნაში ბენ სიმონსმა თამაშის საკუთარ თავზე აღება ვერ შეძლო - ავსტრალიელმა მხოლოდ 6 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, რაც მისთვის ძალიან ცოტაა. ფილადელფიადან საუკეთესო ოლ ჰორფორდი გახლდათ - 32 ქულით. ტობიას ჰარისმა 24 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სიქსერსი მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, იუტა ჯაზთან გამართავს, ფინიქსი კი 8 ნოემბერს მაიამის დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: ფინიქსი 114:109 ფილადელფია (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები