Thumbnail

NBA | ახალბედას ისტორიული თამაში - გოლდენ სტეიტმა სახლში, როგორც იქნა, მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 127:118 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • მეხუთე მცდელობა და პირველი მოგება ახალ არენაზე
  • სტივ კერის გუნდს არცერთი ვარსკვლავი არ ჰყავდა
  • უორიორსიდან Rookie ერიკ პასკალმა გაიბრწყინა
  • ფინიქს სანსი 114:109 ფილადელფია სიქსერსი

გოლდენ სტეიტის ახალი საშინაო არენა Chase Center “დაწყევლილი” აღარ არის: უორიორსმა ახალ სახლში მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველად მოიგო - ოღონდ, ეს გამარჯვება სენსაციაა!

სტივ კერის გუნდმა, რომელსაც ყველა ვარსკვლავი ტრავმირებული ჰყავს, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 127:118 დაამარცხა. სტეფ კარის, კლეი ტომპსონის, დრეიმონდ გრინისა და დ’ანჯელო რასელის არყოფნაში, გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულის სახელფასო ფონდი ჯამში დაახლოებით 7 მილიონი დოლარი იყო. No Name შემადგენლობიდან ერიკ პასკალმა გაიბრწყინა, რომელიც NBA-ში თავის პირველ სეზონს ატარებს. მან 36 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ასეთი შედეგით პასკალმა არა მარტო პირადი რეკორდი დაამყარა (მისი კარიერა რეალურად მხოლოდ ახლა იწყება), არამედ გახდა გოლდენ სტეიტის პირველი Rookie სტეფ კარის შემდეგ (2010 წლის თებერვალი, კლიპერსთან), რომელმაც თამაში მინიმუმ 25/10-ით დაასრულა. ამავდროულად, მისი შედეგი საუკეთესოა ამ სეზონში ახალბედების შედეგებს შორის.

თანაც, ერიკ პასკალს დაბადების დღე ჰქონდა - იგი 23 წლის გახდა

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პორტლენდის ლიდერი დემიენ ლილარდი გახლდათ, მაგრამ მისი 39 ქულა დასუსტებული გოლდენ სტეიტის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჰასან უაითსაიდმა 22 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ფაქტია, რომ პორტლენდი Chase Center-ში გამარჯვებას გეგმავდა და ამ მატჩში ფავორიტადაც მიიჩნეოდა.

მატჩი დიდხანს დაძაბულად მიმდინარეობდა. გოლდენ სტეიტმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოტხედში, 12:0 გაქცევით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ უორიორსი ახალ არენაზე პირველად დაწინაურდა ორნიშნა სხვაობით. ზოგადად, უორიორსიდან ჯამში ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის ჩაგდება. პასკალის შემდეგ საუკეთესო კაი ბოუმენი გახლდათ - 19 ქულით.

მომდევნო მატჩს გოლდენ სტეიტი ჰიუსტონ როკეტსთან გამართავს, პორტლენდი კი ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 127:118 პორტლენდი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები