Thumbnail

'ჯანო ტექნიკურია' - ანანიძემ სპარტაკში ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანანიძის სპარტაკი გრიგალავას არსენალთან დამარცხდა
  • ჯანო სასტარტო შემადგენლობაში 6 ოქტომბრის მერე პირველად გამოჩნდა

რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-15 ტურში ჯანო ანანიძის სპარტაკი შინ გია გრიგალავას არსენალთან დამარცხდა - 0:1. საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჯანო 84-ე წუთზე გამოცვალეს, გრიგალავამ კი შეუცვლელად ითამაშა. არსენალს 19 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, სპარტაკი კი 18 ქულით მეცხრეა.

გრიგალავა სპარტაკის წინააღმდეგ

27 წლის ანანიძემ ბოლოს საქართველოს ნაკრებში ითამაშა, 15 ოქტომბერს გიბრალტართან. რაც შეეხება სპარტაკს, ამ გუნდში მან ბოლოს 6 ოქტომბერს ითამაშა. 

სხვათა შორის, გრიგალავამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო ჯანო ანანიძემ სპარტაკში საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია მოსინჯა. დომენიკო ტედესკომ ჯანო იმ პოზიციაზე ათამაშა, სადაც მას ნაკრებში კახა ცხადაძე იყენებდა. 

"ჯანო ანანიძემ ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა. მან ახლა კრალის პოზიციაზე ითამაშა, რადგან კრალმა ორ თამაშში 25 კილომეტრი ირბინა და დასვენება სჭირდებოდა. ჯანო ტექნიკურია, ის მეორე ტაიმში კარგად დაგვეხმარა ამ პოზიციაზე, რაც ყველამ ნახა. ჯანოს პრობლემა ის არის, რომ სათამაშო რიტმი ჯერ სათანადო არ აქვს", - განაცხადა ტედესკომ მატჩის შემდეგ.  

კომენტარები

ბოლო ამბები