Thumbnail
  • ხოსე კალდერონის სახით სცენა დიდმა მოთამაშემ დატოვა
  • თუმცა ესპანელი დიდ კალათბურთში სხვა ფუნქციით რჩება

ესპანელმა კალათბურთელმა ხოსე მანუელ კალდერონმა თავისი წარმატებული კარიერა NBA-ში გატარებული 14 წლის შემდეგ დაასრულა და ამიერიდან ლიგის მოთამაშეთა ასოციაციაში (NBPA) იმუშავებს. 38 წლის კალდერონმა ეს ინფორმაცია ‘ვაშინგტონ პოსტს’ ოფიციალურად დაუდასტურა.

კალდერონმა, რომელიც ესპანეთის ‘ოქროს თაობის’ წარმომადგენელია და 2006 წელს მსოფლიოს, 2011-ში კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა (ასევე ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო - 2008, 2012), NBA-ში 7 სხვადახვა გუნდში ითამაშა. იგი ტორონტოს, დეტროიტის, დალასის, ნიუ იორკ ნიქსის, ლეიკერსის, ატლანტას და კლივლენდის ღირსებას იცავდა.

კალდერონმა NBA-ს რეგულარულ სეზონში 895 მატჩი ჩაატარა, პლეი ოფში კი - 40. ესპანელი გამთამაშებელი ბოლოს დეტროიტ პისტონსში იყო (2018/2019). კალდერონი ამიერიდან NBPA-ს გენერალური მენეჯერის, მიშელ რობერტსის ასისტენტი იქნება. 

“არ მომწონს, რომ NBPA იურისტები მართავენ, ეს ხომ მოთამაშეების ასოციაციაა,” - განაცხადა კალდერონმა და დასძინა, რომ ახალი საქმის დაწყებას მოუთმენლად ელის, რადგან ოფისში არასდროს უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები