Thumbnail
  • იტალიური გუნდის წარმომადგენლები შვედ ფორვარდს უკვე შეხვდნენ
  • იბრაჰიმოვიჩს სინიშა მიხაილოვიჩის გუნდში თამაში სურს

იტალიური ბოლონია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ირკვევა, სერია A-ს კლუბის წარმომადგენლები შვედ ფორვარდს უკვე შეხვდნენ და მასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

ბოლონიელებს იმედი აქვთ, რომ 38 წლის თავდამსხმელს 1.5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ. იტალიური გუნდი ზლატანს აღნიშნულ დროში 6 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს, საიდანაც მესამედს სპონსორები დაფარავენ.

“იბრაჰიმოვიჩს ბოლონიაში გადმოსვლა ნამდვილად სურს, რისი საფუძველიც მისი და ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩის თბილი ურთიერთობაა. თუკი ეს მოხდა, ნამდვილი ფანტასტიკა იქნება. იბრას სინიშას დახმარება სურს და ყველაფერს ვიზამთ, რათა თანამშრომლობა შედგეს”, - აღნიშნა ბოლონიელთა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ჯერაც ამერიკული ლოს ანჯელეს გელექსის წევრი გახლავთ, რომელთან კონტრაქტის ვადაც მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. შვედ ვარსკვლავს MLS-ში ჩატარებულ 31 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები