Thumbnail
  • როჯერ ფედერერმა ‘ქურციკების’ კაპიტანს ვიდეო-მიმართვა გაუგზავნა
  • შვეიცარიელ ჩოგბურთელს რაგბის სიყვარული მშობლებმა ჩაუნერგეს

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა სპეციალური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრების კაპიტან სია კოლისის 2019 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვება მიულოცა.

პატარა როჯერი იოჰანესბურგში: რაგბის ბურთით შოტლანდიის ნაკრების ფორმაში

“გამარჯობა, სია! მინდა გითხრა, რომ თქვენი წარმატებით ძალიან გახარებული ვარ. დაუჯერებელი გამარჯვება იყო, სამხრეთ აფრიკა კი შესანიშნავი გუნდია. თქვენ უდიდესი სამუშაო გასწიეთ და ეს ტრიუმფი სრულად დაიმსახურეთ. სამხრეთ აფრიკის ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი და მუდამ თქვენს გვერდით ვიყავი. მიიღეთ გულითადი მილოცვა. ყველანი ძალიან ყოჩაღები ხართ და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ”, - აღნიშნა ფედერერმა.

ის, რომ როჯერი რაგბის ქომაგი გახლავთ, არახალია ამბავია. აი, რა აქვს მას ნათქვამი ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში: “დედა და მამა რაგბზე გიჟდებიან. ბავშვობაში რაგბის ბურთი გვქონდა და ეზოში ხშირად ვთამაშობდით. მამა შერკინებაში დგომას მასწავლიდა და იმასაც მიხსნიდა, ხერხემალი როგორ არ უნდა დამეზიანებინა. ამიტომ, რაგბში მცირედით ნამდვილად ვერკვევი”.

შეგახსენებთ, რომ ფედერერის დედა სწორედ სამხრეთ აფრიკელი გახლავთ და თავად როჯერსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს – შვეიცარიის და სამხრეთ აფრიკის.

კომენტარები

ბოლო ამბები