Thumbnail

ბეილი და ხამესი თამაშიდან ადრე წავიდნენ - ზიდანი პრობლემებს არ იმჩნევს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ბეილმა და ხამესმა თამაში ნაადრევად დატოვეს
  • ეს გუნდის მიმართ უპატივცემულოდ გამოიყურებოდა
  • ზინედინ ზიდანმა ეს ამბავი არ შეიმჩნია

გარეთ ბეილსა და ხამეს როდრიგესს ბეტისთან რეალის ვერმოგებულ შეხვედრაში (0:0) ტრავმის გამო არ უთამაშიათ, თუმცა თამაში ადრევე, მის დასრულებამდე  დატოვეს. შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე, ეს თავისი გუნდის მიმართ უპატივცემულობად ჩანდა - ინტრიგა შეხვედრაში ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა.

რეალის წესების თანახმად, თუნდაც იმ მოთამაშეს, რომელიც არ თამაშობს და ტრიბუნაზე ზის, გუნდის თამაშის დატოვების უფლება მატჩის 80 წუთამდე არ აქვს.

ზინედინ ზიდანმა ხამესის და ბეილის წასვლა არ შეიმჩნია: "ეს გუნდის უპატივცემულობად არ მიმაჩნია. თამაშამდე ორივე გასახდელში იყო და თანაგუნდელებს მიესალმნენ. ეს არის მთავარი". 

ზიდანის პოზიცია გასაგებია, ისედაც პრობლემატურ სიტუაციაში იგი ახალი კონფლიქტების შექმნას ერიდება. "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, თუკი რეალი გალათასარაის ვერ მოუგებს, მას შეიძლება წასვლაც მოუხდეს. გასათვალიწინებელია ისიც, რომ "ელ მუნდო" კატალონური წყაროა და რეალის მიმართ კეთილგანწყობას არასოდეს იჩენს. შესაბამისად, ზიდანის შესაძლო წასვლის ამბავიც, რთული სათქმელია, რამდენად დამაჯერებელია.

რთული სტარტის მიუხედავად, რეალი 22 ქულით მაინც ლა ლიგას ფავორიტებს შორის არის.

კომენტარები

ბოლო ამბები