Thumbnail
  • შოტლანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს.
  • სქოთებს 59 წლის ალექს მაკლიში გაწვრთნის.

შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ალექს მაკლიში დანიშნა. 59 წლის მაკლიშმა ამ თანამდებობაზე გორდონ სტრახანი შეცვალა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია. როცა წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია,” - განაცხადა მაკლიშმა.

რეინჯერსის ყოფილი მწვრთნელი შოტლანდიელებს ევრო 2008-ის კამპანიის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა, როდესაც რთულ ჯგუფში განთესილმა "სქოთებმა" პლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი თბილსში, კლაუს ტოპმიოლერის მიერ გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ დაკარგეს.

ლევან მჭედლიძის გოლი შოტლანდიის წინააღმდეგ

მიზანი: ევრო 2020

მისი მიზანი შოტლანდიის ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანა იქნება. შეგახსენებთ, რომ გლაზგო ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელია.

ალექს მაკლიში ბოლოს ეგვიპტურ ზემალეკს ავარჯიშებდა. შოტლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, რის შედეგადაც, სტრახანმა გასული წლის ოქტომბერში პოსტი დატოვა.

ალექს მაკლიში, როგორც ფეხბურთელი 3 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა (1982, 1986, 1990) და ეროვნულ გუნდში 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები