Thumbnail
  • მაიამი 129:100 ჰიუსტონი
  • კლიპერსი 105:94 იუტა

რთული სტარტი გამოუვიდა ჰიუსტონ როკეტსს, რომელმაც ზედიზედ მეორედ, ამ სეზონში კი მესამედ წააგო. ჰიუსტონი მაიამის ეთამაშებოდა, რომელიც სეზონის დასაწყისში ძალიან კარგად გამოიყურება და მას შემდეგ, რაც პირველი მეოთხედი კატასტროფული 46:14 დათმო, ბევრი შანსი აღარც ჰქონია.

წაგებულთაგან საუკეთესო ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი იყო - სულ რაღაც 26 წუთში 29 ქულით.

როგორც აღვნიშნე, თამაშმა მალევე დაკარგა აზრი და ტექსასელებმა თავისი ლიდერები აღარ დატვირთეს. 26 წუთი ითამაშა რასელ ვესტბრუკმაც, რომელსაც მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა.

მაიამიმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - პატ რაილის და ერიკ სპოლესტრას ახალგაზრდულ გუნდს 5 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ჰიტი ტრადიციულად გუნდურ კალათბურთზე აკეთებს აქცენტს - 10 ქულიან ზღვარს ერთდროულად 6 მოთამაშე გადაცდა. გუნდის ლიდერს ჯიმი ბატლერს 18 ქულა ჰქონდა.

ძალიან დამაჯერებელია ლონ ანჯელეს კლიპერსი, რომელმაც გუშინდელი დღის ცენტრალურ მატჩში გაძლიერებულ იუტა ჯაზს მოუგო.

კლიპერსის რიგებში 30 ქულით საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელსაც თანაგუნდელები კარგად დაეხმარნენ - ერთდროულად 6 კაცმა მოახერხა 10 და მეტი ქულის დაგროვება.

ძალიან კარგი თამაში ჩაატარა იუტას დონოვან მიტჩელმა, რომელმაც სულ რაღაც 21 სროლაში 36 ქულის დაგროვება მოახერხა და 6-დან 4 ზუსტი სამქულიანი ჰქონდა. თუმცა, ლეონარდისგან განსხვავებით, მიტჩელს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, 10 ქულას მხოლოდ სამი მოთამაშე გადაცდა - გადამწყვეტი ფაქტორიც ეს იყო. იუტა სამი მეოთხედი იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 25:40 წააგო და საბოლოო ჯამში - 105:94, კლიპერსის სასარგებლოდ.

დღის სხვა მატჩები: 

კომენტარები

ბოლო ამბები