Thumbnail
  • სან ანტონიო 96:103 ლეიკერსი
  • ლეიკერსმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება მოახერხა
  • ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი ზედიზედ მეორედ შეასრულა

გუშინდელ საკალათბურთო საღამოს ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ამჯერად კალიფორნიელებმა გრეგ პოპოვიჩის სან ანტონიო დაამარცხეს (103:96). 

ლეიკერსი 6 თამაშის შემდეგ დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. უკვე ტრადიციულად, ლოს ანჯელესს ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა ულიდერეს. დევისს 21 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ლებრონმა კი შეხვედრა ზედიზედ მეორე სამმაგი დუბლით დაასრულა - 21 ქულა, 11 მოხსნა და 14 პასი.

გადამწყვეტი სპურტი ლეიკერსმა მეორე მეოთხედში შეასრულა, რომელიც 12 ქულით მოიგო.

ტრავმის მერე ფორმას კრეფს ლეიკერსის კაელ კუზმა, რომელმაც 15 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, დუაიტ ჰოვარდის 14 ქულა - მას შვიდიდან შვიდი ზუსტი სროლა ჰქონდა.

ლეიკერსისთვის კარგი ის არის, რომ კალიფორნიელებმა დაცვაც კარგად ითამაშეს და მეტოქეს მხოლოდ 96 ქულის გაკეთების საშუალება მისცეს. თამაში არ წაუვიდათ სან ანტონიოს ლიდერებს - დეროზანს მხოლოდ 14 ქულა ჰქონდა, ლამარკუს ოლდრიჯს კი მხოლოდ - 8.

ორივე გუნდი ცუდად ისროდა სამქულიანებს - სან ანტონიო, 24, ლეიკერსი კი - 25 პროცენტით. შედეგად, მათ 49 სამქულიანიდან მხოლოდ 12 ჩააგდეს.

დღის სხვა მატჩები: 

კომენტარები

ბოლო ამბები