Thumbnail

ერთი ჩემპიონობა შუმახერამდე! ჰემილტონმა ტიტული მეექვსედ მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰემილტონის მეექვსე ჩემპიონობა
  • ბრიტანელი ამერიკის გრან პრიზე მეორე ადგილზე გავიდა

ამერიკის გრან პრიზე მეორე ადგილის დაკავებით - ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. მოგებული ტიტულებით მანდ მანუელ ფანხიოს (5) გაასწრო და ახლა ლუისს მხოლოდ ლეგენდარული მიხეილ შუმახერი უსწრებს, რომელმაც ჩემპიონობა თავის დროზე შვიდჯერ იზეიმა.

"საოცარი გრძნობაა! მამამ მითხრა ბავშვობაში, რომ არასოდეს დავნებებულიყავი და ასეც ვიქცევი. როგორც სპორტსმენი, კარგად ვგრნობ თავს და მჯერა, რომ კიდევ არაერთი გამარჯვება მელის წინ..." - თქვა რბოლის შემდეგ ბრიტანელმა.

ჰემილტონმა 2019 წელს ჩატარებული 19 რბოლიდან, 10 გამაჯრვება მოიპოვა და ჩემპიონი გახდა - აბუ დაბის და ბრაზილიის გან პრი კი წლის ბოლომდეა დაგეგმილი. რბოლა ოსტინში ჰემილტონის თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები