Thumbnail

ბალოტელი ისევ შარშია - მარიომ ფანებს აგინა და თამაში შეწყვიტა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიო ბალოტელიმ რასისტული შეუარცხყოფა ვერ აიტანა
  • ვერონა-ბრეშა ჩაშლის პირას იყო

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ვერონას და ბრეშას მატჩი ჩაშლის პირას იყო, რასაც წინ სტუმართა სკანდალურად ცნობილი ფორვარდის მარიო ბალოტელის მორიგი გამოხტომა უძღოდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მარიომ ბურთი მიიღო, ვერონელმა ფანებმა მას რასისტული შეძახილები შეაგებეს, რაც ფეხბურთელმა ვერ აიტანა და ბურთი დემონსტრაციულად ტრიბუნებისკენ დაარტყა და მათ მიმართ უშვერი სიტყვებიც არ დაინანა.

მარიო ამას არ დასჯერდა, მინდორი თვითნებურად დატოვა და თამაშის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

შეხვედრის არბიტრი იძულებული გახდა შეხვედრა შეეწყვიტა, ადგილობრივმა დიქტორმა კი გულშემატკივრებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ამ დროს, როგორც ვერონას, ასევე ბრეშიას ფეხბურთელები ბალოტელის დაწყნარებას ცდილობდნენ და საბოლოოდ, ის, მინდორზე დაბრუნებაზე დაიყოლიეს.

საბოლოოდ, ვერონამ მატჩი 2:1 მოიგო, სტუმართა ერთადერთი გოლი კი სწორედ მარიომ შეაგდო. მატჩის 85-ე წუთზე 25-ოდე მეტრიდან ბურთი მასპინძელთა კარის ცხრიანში გაგზავნა.

კომენტარები

ბოლო ამბები