Thumbnail
  • დინამო თბ. 2:1 ტორპედო
  • გოლები: 1:0 კუტალია (20), 2:0 კუტალია (34), 2:1 კიკნაძე (90)

ეროვნული ლიგის 33-ე ტური დინამო თბილისისთვის იღბლიანი გამოდგა. დინამო ბათუმის და საბურთალოს მარცხის ფონზე, ფელის ვისენტეს გუნდის მიერ მოპოვებული 3 ქულა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დინამო თბილისმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი მოიპოვა.

დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს შეხვდა და 2:1 სძლია მეტოქეს. მასპინძლებიდან ორივე გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა, რომელიც ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელია. მატჩის ბოლოს, ერთი ბურთი გიორგი კიკნაძემ გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თამაშის დაწყებიდან 20 წუთში, დინამომ კუთხური ჩააწოდა, კუტალია კი იქ აღმონდა, სადაც თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო და გახსნა ანგარიში.

1:0 კუტალია (20)

პირველი გოლიდან 15 წუთიც არ იყო გასული, როდესაც მასპინძლებმა მეორეჯერ აიღეს სტუმართა კარი. ამჯერად, თბილისელებმა კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც გიორგი კუხიანიძის შესანიშნავი პასით და ლევან კუტალიას ზუსტი დარტყმით დასრულდა. დინამოს ფორვარდმა დუბლი მიითვალა აქტივში.

2:0 კუტალია (34)

მეორე ნახევარში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, გოლი კი თბილისელთა კარში გავიდა. დინამო თბილისმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 66 ქულით თბილისელები სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მეორე ადგილზე მყოფ დინამო ბათუმს ორი ქულით უსწრებენ. 61 ქულით მესამე ადგილზე საბურთალოა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტი დინამო თბილისი გახდა, თუმცა ბოლო ტურებში იმდენი მოულოდნელობა მოხდა, რომ ჯერ არაფერია დასრულებული. 

2:1 კიკნაძე (90)

დინამო თბ. 2:1 ტორპედო

გოლები: 1:0 კუტალია (20), 2:0 კუტალია (34), 2:1 კიკნაძე (90)

დინამო თბ. (4-5-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (69. მჭედლიძე - 80. დაფე) - პაპავა, ქავთარაძე, კუხიანიძე, ნინუა (62. ზარია), ქიმაძე - კუტალია  

ტორპედო (3-4-3): შოვნაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია - გრიგალაშვლი, ფონიავა (83. იონანიძე), მოსიაშვილი, ჩუკვურა - დოლიძე (62. ჩოგაძე), ციცქიშვილი, კაპანაძე (83. კაპანაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები