Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 მედალია
  • ორივე ოქრო გოგონათა ანგარიშზეა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 5 მედლით (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) დაასრულა.

საინტერესოა, რომ ოქროს ორივე მედალი ქართველმა გოგონებმა მოიპოვეს, რაც ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა. 

შეგახსენებთ, რომ კვარცხკლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.) მოახერხეს.

ვაჟთა გუნდის მონაგარი, დღევანდლამდე, ბრინჯაოს 2 მედალი იყო, რომლებიც თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა (ორივე – 60 კგ.) მოიპოვეს, შეჯიბრის დასკვნით დღეს კი, ფინალში გასვლა ონისე სანებლიძემ (100 კგ.) მოახერხა.

Jelle SNIPPE (NED) V Onise SANEBLIDZE (GEO) | U23 European Judo Championships 2019

იელე სნიპე (ჰოლანდია) V ონისე სანებლიძე (საქართველო) | 23-წლამდელთა ერვროპირველობა 2019, ნახევარფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on კვირა, 03 ნოემბერი, 2019

ქართველმა ძიუდოისტმა გზიდან სომეხი, უნგრელი და ჰოლანდიელი მეტოქეები ჩამოიცილა, გადამწყვეტი ორთაბრძოლის დამატებით დროში კი, ბელარუსმა დანიელ მუკეტემ ჩვენებური ვაზარიზე დასცა.

ამავე წონაში ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა ილია სულამანიძემ, თუმცა, იქ სწორედ მუკეტესთან დამარცხდა და შემდეგ ვერც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იყოჩაღა პოლონელ კასპერ შჩუროვსკისთან.

დღესვე, ტატამდე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, მაგრამ სამივე მათგანი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა. ევროპირველობა უსახელოდ იმედა გოგოლაძემ, მიხეილ ბექაურმა (ორივე – 90 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) დაასრულეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და უნგრეთის (3 ოქრო, 2 ბრინჯაო) შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა, გოგონათა ტურნირში კი, ქართველებმა პირველობა არავის დაუთმეს.

კომენტარები

ბოლო ამბები