Thumbnail
  • გოგა ბითაძე, შესაძლოა, ძირითად ხუთეულში გამოჩნდეს
  • დომანტას საბონისის ბედი უახლოეს საათებში გაირკვევა

20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელმაც ინდიანა პეისერსის მაისურით კლივლენდ კავალიერსთან ჩატარებულ მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ვიხილოთ.

ამერიკული პრესის ცნობით, აღნიშნულის შასი საკმაოდ დიდია იმ  შემთხვევაში, თუკი ჩიკაგო ბულსთან დღეს გვიან ღამით (თბილისის დროით 02:00 საათზე) დაგეგმილი თამაშისთვის მომჯობინებას ვერ მოახერხებს ინდიანელთა ერთ-ერთი ლიდერი დომანტას საბონისი.

საბონისმა და ბითაძემ კავალიერსთან მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს

შეგახსენებთ, რომ ლიტველმა ლეგიონერმა მარცხენა წვივის კუნთი კლივლენდელებთან მატჩის დასკვნით მეოთხედში დაიშავა, თუმცა, ტკივილის მიუხედავად, თამაში დაასრულა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

საბონისმა იმ მატჩში მოედანზე 37:17 წუთი გაატარა და მასპინძლებს 18 ქულა და მისთვის სარეკორდო 17 მოხსნა შესძინა, თუმცა, ეს, თავდადება, შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

საქმე ის გახლავთ, რომ დომანტასს კავალიერსთან შეხვედრის შემდეგ აღარ უვარჯიშია და ისიც გაურკვეველია, ჩიკაგოელებთან თამაშის განაცხადში მოხვდება თუ – ვერა. ინ ფონზე, როდესაც პეისერსს სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერიც დაშავებული ჰყავს, ეს, გუნდისთვის მძიმე განაჩენი იქნება.

“ჯერ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ცხადია, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ტრავმების სეზონის თანამდევი ამბავია და ბიჭებისთვის ხშირად მითქვამს, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციაში არის. საბონისის თაობაზე გადაწყვეტილებას ბოლო წამს მივიღებთ”, - აღნიშნა ინდიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა.

თუკი ტერნერის გარდა, პეისერსს ლიტველი კალათბურთელიც დააკლდა, არსებობს შანსი, რომ სასტარტო ხუთეულში ცენტრის ადგილი გუნდის ქართველმა ახალწვეულმა დაიკავოს. ამის თაობაზე Indystar-ი წერს.

“იმის გათვალისწინებით, როგორც გოგა ბითაძემ კავალიერსთან ითამაშა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბონისის ტრავმა სასტარტო შემადგენლობისკენ გზას სწორედ მას გაუხსნის. ბითაძემ კლივლენდელებთან მატჩში საკმაო წუთები მიიღო და მოედნის ორივე ნახევარზე პროდუქტიული იყო.

შეიძლება ითქვას, რომ გოგამ კევინ ლავის განეიტრალებაშიც თავისი როლი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა თამაში 10 ქულით, 9 მოხსნით და 4 დაფარებით დაასრულა, ასე რომ, სეზონში პირველად მისი სასტარტოში გამოჩენა დიდად მოულოდნელი არ უნდა იყოს”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები