Thumbnail

გორგოძის ტიტული საფრანგეთში – ჩემპიონობა სეტის წაუგებლად

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძემ 60-ათასიან შეჯიბრზე 4 შეხვედრა მოიგო
  • ქართველ ჩოგბურთელს წყვილთა რეიტინგში წინსვლა ელის

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ ნანტში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალი

გორგოძე Engie Open Loire Atlantique-ში უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთან ერთად ჩაება და საჩემპიონო გზაზე ოთხი ბარიერი დასძლია.

საინტერესოა, რომ ქართველმა და უზბეკმა ჩოგბურთელებმა ტურნირზე სეტის წაგების გარეშე იმარჯვეს, ფინალში კი, პირველი განთესვის მქონე გერმანულ-რუსულ დუეტს (ვივიან ჰეისენი-იანა სიზიკოვა) 7:6 (7:2), 6:3 სძლიეს.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინში, გორგოძეს წყვილთა შორის 185-ე ადგილი უკავია, საფრანგეთში მიღწეული წარმატების ხარჯზე კი, შესამჩნევი წინსვლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები