Thumbnail

ხელბურთი | ქართული დერბი ჩრდ. მაკედონიაში და ჭანტურიას 4 გოლი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეტალურგი 29:29 ოჰრიდი
  • თამაშში 3 ქართველი ხელბურთელი მონაწილეობდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ხელბურთის ჩემპიონატში ლიდერები, სკოპიეს მეტალურგი და ოჰრიდი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფრედ, 29:29 დამთავრდა. რაც ჩვენთვის არის საინტერესო, თამაშში სამმა ქართველმა ხელბურთელმა მიიღო მონაწილეობა: რევაზ ჭანტურიამ და ლექსო წითელიშვილმა მეტალურგის რიგებში, ხოლო ირაკლი კბილაშვილმა მათ წინააღმდეგ, ოჰრიდის შემადგენლობაში.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე რევაზ ჭანტურია გახდა, რომელმაც მეტოქე გუნდს 4 გოლი გაუტანა. სატურნირო ცხრილში, მეტალურგი 20 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო ოჰრიდი 19 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ჭანტურიასთან ერთად მასპინძელ გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ მაკედონიის ნაკრების წევრები: პოპოვსკი (5 გოლი) და ტანკოსკი (4). 8 ტურის შემდეგ, ჭანტურიას ანგარიშზე 27 გოლია, კბილაშვილის 16, ხოლო წითელიშვილის 14.

კომენტარები

ბოლო ამბები