Thumbnail

ჩხუბი, რომელსაც ყველა ელოდა, ექიმმა გააჩერა - მასვიდალმა დიასი დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • UFC 244-ის მთავარი ბრძოლა ხორხე მასვიდალმა მოიგო
  • მან ნეიტ დიასი დაამარცხა და ამბობს, რომ ასე მოგება არ სურდა

ბრძოლა, რომელსაც UFC-ის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ, ხორხე მასვიდალმა მოიგო! ეს გახლდათ UFC 244-ის მთავარი დუელი, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა - მასვიდალმა BMF-ტიტულისთვის ბრძოლაში ნეიტ დიასი დაამარცხა.

თუმცა ბრძოლას, რომელიც მედისონ სქუერ გარდენში გაიმართა, არცისე სასიამოვნო დასასრული ჰქონდა. დიასს მარჯვენა თვალი ზედმეტად დაუზიანდა და ბრძოლაც მეოთხე რაუნდში შეწყდა. მართალია, ამერიკელმა ტრავმა ადრევე მიიღო, ექიმმა იგი დეტალურად მოგვიანებით შეამოწმა და ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეოთხე რაუნდში მიიღო.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა მასვიდალს BMF-ის ქამარი მაყურებლების სტვენის ფონზე შემოახვია, თუმცა მებრძოლები იქვე შეთანხმდნენ, რომ მათ შორის მალე კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართება.

“ასე მოგება არ მინდა,” - თქვა მასვიდალმა ბრძოლის დასრულების შემდეგ და მაყურებლებს შეუტია: “მე ნუ მისტვენთ, მე არ ვარ ექიმი! ჩვენ სამი კარგი რაუნდი შემოგთავაზეთ!”

“მართალია, მანამდე რამდენიმე პრობლემა მქონდა, მაგრამ ზუსტად ახლა ვიყავი მზად, რომ ჩემი ნამდვილი ბრძოლა დამეწყო. სამწუხაროდ, ეს ეს ვერ მოხერხდა,” - ეს დიასის სიტყვებია.

წაიკითხე შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

 

კომენტარები

ბოლო ამბები