Thumbnail

ისტორიული ტიტული - ალვარესმა კოვალიოვს მძიმე ბრძოლა მოუგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საულ ‘კანელო’ ალვარესმა სენსაცია მოახდინა
  • მექსიკელმა ნახევრადმძიმე წონაში პირველივე ბრძოლა მოიგო
  • მან სერგეი კოვალიოვი ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონია

საულ კანელო ალვარესმა ლას ვეგასის ‘MGM გრანდ არენაზე’ სენსაციური გამარჯვება იზეიმა. მექსიკელმა მოკრივემ ნახევრადმძიმე წონაში თავისი პირველი ბრძოლა მოიგო - მან WBO-ჩემპიონი სერგეი კოვალიოვი მე-11 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შედეგად, 29 წლის ალვარესი უკვე 4 სხვადასხვა წონაშია მსოფლიოს ჩემპიონი.

‘კანელო’ მხოლოდ მეოთხე მექსიკელია, რომელმაც ეს შეძლო!

ამ გამარჯვებით ალვარესი ელიტაში შევიდა. აქამდე მხოლოდ სამმა მოკრივემ შეძლო, იონიორთა შორის საშუალო წონის შემდეგ, ტრიუმფი ნახევრადმძიმე წონაშიც ეზეიმა - რეი ლეონარდმა, თომას ჰირნსმა და მაიკ მაკკალუმმა. სამივე მათგანი კრივის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

კოვალიოვთან ალვარესი აუტსაიდერად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ, მან ბრძოლა ფრთხილად დაიწყო და სისწრაფეს მეხუთე რაუნდიდან მოუმატა. მან იცოდა, რომ მეტოქე 36 წლისაა და თანაც, ბოლო ბრძოლა კოვალიოვს ორი თვის წინ ჰქონდა ჩატარებული.

კოვალიოვს დაღლა მეცხრე რაუნდიდან დაეტყო, ‘კანელო’ კი კიდევ უფრო გააქტიურდა და მიზანს მე-11 რაუნდში მიაღწია.

📺 ვიდეო: 'კანელო' V კოვალიოვი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები