Thumbnail
  • რომა 2:1 ნაპოლი
  • ბოლონია 1:2 ინტერი
  • ტორინო 0:1 იუვენტუსი

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ტურინული დერბი შედგა, რომელიც კვლავ იუვენტუსის გამარჯვებით დასრულდა - 1:0. მაურიციო სარის გუნდმა 70-ე წუთზე მატეის დე ლიხტის მიერ გატანილი გოლით მოიგო და ცხრილში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. ჰოლანდიელმა მცველმა ტურინული კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

ტორინოს ტურინული დერბი 4 წელია არ მოუგია და ბოლო 11 შეხვედრაში 2-ჯერ ფრედ ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა.

იუვენტუსს 29 ქულა აქვს და ინტერს ერთი ქულით უსწრებს. ''ნერაძურიმ'' ამ ტურში ბოლონიას გაჭირვებით მოუგო. ინტერმა მეტოქეს ბოლო წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით 2:1 სძლია და 28 ქულით მე-2 ადგილზეა. რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 9 გოლით მე-2 ადგილზეა.

რომამ ნაპოლი დაამარცხა და სერია A-ში მე-3 ადგილზე გადავიდა. ნეაპოლელებს ძანიოლომ და ვერეტუმ გაუტანეს. სტუმართა მხრიდან კი ერთადერთი გოლი არკადიუშ მილიკის ანგარიშზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები