Thumbnail
  • სევილია 1:1 ატლეტიკო
  • რეალი 0:0 ბეტისი

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ვალენსიაში, სადაც ლევანტემ ლიდერი ბარსელონა 3:1 დაამარცხა

ბარსას წაფორხილებით ვერ ისარგებლეს სევილიამ და ატლეტიკომ, რომელთაც ქულები გაიყვეს - "სანჩეს პისხუანზე" ფრან ვასკესის გოლს, მეორე ტაიმში ალვარო მორატამ უპასუხა. 

ატლეტიკოს გამარჯვება შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულ დიეგო კოშტას ჯერ VAR-მა გაუუქმა გოლი, შემდეგ კი მანვე პენალტი ვერ გაიტანა, ვაცლიკმა მისი დარტყმულის მოგერიებაც შეძლო და დამატებისაც. სევილიასა და ატლეტიკოს 21-21 ქულა აქვთ.

მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბეტისს უმასპინძლა. პირველ ტაიმში VAR-მა ედენ აზარის გოლი გააუქმა. მეორე ტაიმში ბეტისის კარში პენალტის დანიშნვა შეიძლებოდა, თუმცა VAR-მა ამჯერადაც, "სამეფო კლუბის" საზიანო გადაწყვეტილება მიიღო. რეალი ქულებით ბარსელონას დაეწია, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება.

ბარსელონას გადასწრების პრაქტიკული შანსი მხოლოდ გრანადას აქვს, რომელიც რეალ სოსიედადს (მას თეორიული შანსი აქვს) კვირას მასპინძლობს.

სევილია 1:1 ატლეტიკო

გოლები: 1:0 ფ. ვასკესი (28), 1:1 მორატა (60)

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, რეგილონი - ფ. ვასკესი, გუდელი, ბანეგა (86. პოსო) - ოკამპოსი, ლ. დე იონგი (77. ხ. ერნანდესი), ო. ტორესი (57. ჟორდანი)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი (46. არიასი), ფელიპე, ერმოსო, ლოდი (78. ერერა) - ლემარი (46. დიეგო კოშტა), თომასი, საული, კოკე - ა. კორეა, მორატა

რეალი 0:0 ბეტისი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - როდრიგო (65. ვინისიუსი), ბენზემა (83. იოვიჩი), აზარი 

კომენტარები

ბოლო ამბები