Thumbnail
  • ლივერპულმა, სიტიმ და ჩელსიმ ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს
  • არსენალმა ქულები დაკარგა, იუნატედმა წააგო

ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტურის 8 შეხვედრა გაიმართა. გაიმარჯვა, როგორც ეთპიროვნულმა ლიდერმა ლივერპულმა, ასევე, მისმა მდევარმა მანჩესტერ სიტიმ. ასე რომ მათ შორის ისევ 6 ქულაა სხვაობა - ლივერპულს 31 ქულა აქვს, სიტის კი - 25.

ორივე გუნდმა თამაში შემოატრიალა - ლივერპული ბირმინგემში ასტონ ვილასთან აგებდა, თუმცა საბოლოოდ, მე-4 კომპენსირებულ წუთზე სადიო მანემ იურგენ კლოპის გუნდს მოაგებინა - 2:1.

ხოსეპ გვარდიოლას სიტი შინ აგებდა საუთჰემპტონთან, მაგრამ ჯერ სერხიო აგუერომ გაათანაბრა, შემდე კი კაილ უოკერმა მოაგებინა მანჩესტერულ კლუბს - 2:1. 

პეპის გუნდმა გაიმარჯვა და კვლავ 6 ქულით ჩამორჩება ლიდერს

გაიმარჯვა ჩელსიმაც, რომელმაც ანალოგიური ანგარიშით სტუმრად უოტფორდი დაამარცხა - 2:1.

სამაგიეროდ, ტურში მარცხი იგემა ოლე გუნარ სულშერის იუნაიტედმა, ხოლო არსენალმა შინ ორი ქულა დაკარგა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ფრენკ ლამპარდი ჩელსის ისტორიაში მეორე მწვრთნელია, ვინც შეძლო და გუნდს ზედიზედ 7 მატჩი მოაგებინა სტუმრად.

⚽ ლივერპულმა 90-ე წუთის შემდეგ პრემიერლიგაში 35 გოლი გაიტანა, ათით მეტი, ვიდრე უახლოესმა მდევარმა.

⚽ კაილ უოკერმა კარიერაში პირველად შეძლო პრემიერლიგის მატჩში გატანა და საგოლე პასის შესრულება.

⚽ სერხიო აგუერომ ამ სეზონში 10 ზუსტი დარტყმით 9 გოლი გაიტანა. 

ბორნმუთი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლი: 1:0 კინგი (45)

არსენალი 1:1 ვულვზი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (21), 1:1 ხიმენესი (76)

ასტონ ვილა 1:2 ლივერპული

გოლები: 1:0 ტრეზეგე (21), 1:1 რობერტსონი (87), 1:2 მანე (94)

ბრაიტონი 2:0 ნორვიჩი

გოლები: 1:0 ტროსარი (68), 2:0 დაფი (84)

მანჩესტერ სიტი 2:1 საუთჰემპტონი

გოლები: 0:1 უარდ-პროუსი (13), 1:1 აგუერო (70), 2:1 უოკერი (86)

შეფილდი 3:0 ბარნლი

გოლები: 1:0 ლუნდსტრამი (17), 2:0 ლუნდსტრამი (43), 3:0 ფლეკი (44)

ვესტ ჰემი 2:3 ნიუკასლი

გოლები: 0:1 კლარკი (16), 0:2 ფერნანდესი (22), 0:3 შელვი (51), 1:3 ბალბუენა (73), 2:3 სნოდგრასი (90)

უოტფორდი 1:2 ჩელსი 

გოლები: 0:1 აბრაჰამი (5), 0:2 პულიშიჩი (55), 1:2 დეულოფეუ (80-პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები