Thumbnail
  • აინტრახტი 5:1 ბაიერნი
  • აინტრახტმა 1980 წლის მიღწევა გაიმეორა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ფრანკფურტში აინტრახტმა ქვეყნის ჩემპიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1. ამ გამარჯვების შემდეგ აინტრახტს 17 ქულა გაუხდა, ბაიერნს 18 ქულა დარჩა და ის მე-4 ადგილზეა. გერმანულ მედიას თუ დავუჯერებთ, "რეკორდმაისტერი" უახლოეს დღეებში მწვრთნელს, ხორვატ ნიკო კოვაჩს დაემშვიდობება.

ნიკო კოვაჩს, ალბათ, მალე გაუშვებენ

მე-9 წუთიდან ბაიერნი ათი კაცით თამაშობდა, რადგან უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა ჟერომ ბოატენგი გააძევა. კოსტიჩისა და სოუს გოლებით მასპინძლები პირველ ტაიმშივე გავიდნენ წინ, თუმცა ტაიმის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში აინტრახტმა 3 უპასუხო გოლი გაუტანა ბაიერნს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ აინტრახტმა 16-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ბაიერნთან მატჩებში.

⚽ აინტრახტმა ზუსტად ასეთი ანგარიშით ბაიერნი 1980 წელს უეფას თასზე დაამარცხა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც პირველ ათ ტურში მოახერხა გოლის გატანა. ეს ლევანდოვსკის მე-300 მატჩი იყო ბუნდესლიგაში (216 გოლი).

⚽ მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში ხუთი გოლი პირველად გაუშვა.

აინტრახტი 5:1 ბაიერნი

გოლები: 1:0 კოსტიჩი (25), 2:0 სოუ (33), 2:1 ლევანდოვსკი (27), 3:1 აბრაჰამი (49), 4:1 ჰინტერეგერი (61), 5:1 პასიენსია (85)

ლევერკუზენი 1:2 გლადბახი

გოლები: 0:1 ვენდტი (18), 1:1 ფოლანდი (25), 1:2 ტურამი (42)

დორტმუნდი 3:0 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 ტ. აზარი (52), 2:0 გერეირო (58), 3:0 გიოტცე (88-პენ)

ლაიპციგი 8:0 მაინცი

გოლები: 1:0 ზობიტცერი (5), 2:0 ვერნერი (30), 3:0 ნკუნკუ (35), 4:0 ჰალშტენბერგი (39), 5:0 პოულსენი (44), 6:0 ვერნერი (48), 7:0 მუკიელე (50), 8:0 ვერნერი (87)

ვერდერი 2:2 ფრაიბურგი

გოლები: 1:0 რაშიცა (9), 1:1 პეტერსენი (28), 2:1 გებრე სელასიე (59), 2:2 პეტერსენი (93)

კომენტარები

ბოლო ამბები