Thumbnail
  • ლევან ქავჟარაძემ ფინალური დაპირისპირება ირანელ მეტოქესთან დათმო
  • ბექა მამუკაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გამართული ბრძოლა წააგო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებს. ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლევან ქავჟარაძე (63კგ) გავიდა, რომელსაც მეტოქედ ირანელი მეისამ დალხანი ერგო.

სამწუხაროდ, ქართველმა მოჭიდავემ ოქროს მედალი ბოლო წუთზე ხელიდან გაუშვა. ქავჟარაძემ 6:2-ს იგებდა, როდესაც მეტოქემ 4-ქულიანი გდება შეასრულა, რაც ქართველმა მწვრთნელებმა გააპროტესტეს, თუმცა მსაჯებმა ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს და, საბოლოოდ, ქავჟარაძემ ფინალი 6:7 დათმო.

ლევანმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ლევან ქავჟარაძემ ფინალი ირანელ სპორტსმენთან დათმო

ლევან ქავჟარაძემ ფინალი ირანელ სპორტსმენთან დათმო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

ბექა მამუკაშვილმა (77კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ყაზახ ტამერლან შადუკაევთან 0:9 დათმო და უმედლოდ დარჩა.

ბექა მამუკაშვილი 0:9 ტამერლან შადუკაევი | ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა

ბექა მამუკაშვილი 0:9 ტამერლან შადუკაევი | ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები