Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასი ისტორიაში მესამედ მოიგო
  • სამხრეთაფრიკელები ამ დიდ გამარჯვებას ემოციური პოსტებით შეხვდნენ

რაგბის მსოფლიო თასის მეცხრე ფინალის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა გახდა, რომელმაც ინგლისს 20 ქულით 32:12 მოუგო და მსოფლიო თასს ისტორიაში მესამედ დაეუფლა. მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ყოფილმა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკის ტრიუმფი შეაფასეს. 'ბოკემ' ტურნირის მოგება ლუდით აღნიშნა - სამხრეთაფრიკელებმა უებ ელისის თასში ლუდი ჩაასხეს და ჩემპიონობის სადღეგრძელო დალიეს.

სამხრეთაფრიკელებს არც ცეკვა-სიმღერა დავიწყებიათ. მათ სამხრეთაფრიკული სიმღერა შეასრულეს და ამავე ჰანგებზე იცეკვეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რასი ერასმუმა სამხრეთაფრიკელ ხალხზე და სამხრეთ აფრიკაში რაგბის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ რაგბი წნეხში არ გვაქცევს, პირიქით ეს იმედს გვიქმნის. ჩვენ ადამიანებს იმედს ვაძლევდით, როდესაც ისინი უყურებენ ჩვენს კარგ თამაშს, მათ იმედი უჩნდებათ. იმ 80 წუთის განმავლობაში არ აქვს მნიშვნელობა შენს რელიგიურ მრწამსსა და პოლიტიკურ სტატუსს, რადგანაც ერთი იდეის გარშემო ერთიანდები.

ინგლისის რაგბის კავშირმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ ქომაგებს მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის და ბოდიშს უხდის მათ, რომ დღეს ინგლისმა ვერ მოიგო. თქვენი ქომაგობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

ლონდონის არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, იან რაიტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ინგლისისთვის რთული იქნებოდა ისეთი სამხრეთ აფრიკის დამარცხება, რომლის კაპიტანსაც ასეთი ძლიერი და მაგარი ისტორია აქვს. მან მიულოცა სამხრეთ აფრიკას გამარჯვება და აღნიშნა, რომ ერთიანობა დიდი ძალაა.

არ ვიცი, კარგად რატომ ვერ ვითამაშეთ. მთელი კვირა განსაკუთრებულად ვემზადებოდით და თამაშსაც დიდი იმედით შევხვდით, მაგრამ იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. პირველ ტაიმში შერკინებაში პრობლემები გვქონდა. რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ. - განაცხადა ედი ჯონსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ დაამახსოვრდება ხალხს და მას ეს მსოფლიო თასი ჯონსმა უპასუხა, რომ ამ საღამოს ჩვენი ვიყავი მსოფლიოში მეორე საუკეთესო გუნდი. ტურნირამდეც და ტურნირის დროსაც ამ ბიჭებს ეტყობოდათ მონდომება. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძოდნენ

სია კოლისი (სამხრეთ აფრიკის კაპიტანი): ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით დიდ მიზანს მივაღწიეთ. მათ სურდათ ჩვენი ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჩაგვრა, მაგრამ ეს მეტოქეს არ გამოუვიდა. მადლობა ინგლისს, რომელმაც კარგად ითამაშა.

ბავშვობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როდის მექნებოდა ჭამის შანსი, რადგანაც თავის გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამარჯვებით ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ შევცვლი. ჩვენს ხალხს იმედი ვაჩუქეთ.

სამხრეთაფრიკული რაგბის ლეგენდამ, ბრაიან ჰაბანამ სია კოლისის ინტერვიუს დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მან იცის, რომ ახლა მადიბა (ნელსონ მანდელა) კოლისის ზევიდან უყურებს და მისი წარმატება უხარია.

მხიარული ფოტოსესია თასთან ერთად📸

კომენტარები

ბოლო ამბები