Thumbnail

მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონია! მეორე ოქრო საქართველოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელ მეტოქეს მოუგო
  • საქართველოს ნაკრებს ორივე ოქროს მედალი გოგონებმა მოუტანეს

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება, რომლის მეორე დღესაც ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ვლადიმერ ახლაკაცი (81კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ).

სამწუხაროდ, ახალკაცი ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. მარიამ ჭანტურია კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ყველა მეტოქეს მარტივად მოუგო.

მარიამმა ებრაელ მაია გოშენს სამი შიდოთი სძლია. შემდეგ ბელორუსი ჟანა ასიპოვიჩი 2 წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ანდელა ვიოლიჩს აჯობა.

ჭანტურია ფინალში ჰოლანდიელ ჰილდე იაგერს შეხვდა და საქართველოს ტურნირზე მეორე ოქრო, ჯამში კი მეოთხე მედალს მოუტანა.

შეგახსნებთ, რომ პირველ დღეს ევროპის ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) იზეიმა. ბრინჯაოს მოპოვება ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ მოახერხეს (ორივე 60 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები