Thumbnail
  • მოსკოვის სპარტაკის დუბლებში მოთამაშე ფორვარდი შედეგიანობით გამოირჩევა
  • 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა 

ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის ახალგაზრდულ პირველობაზე მორიგი გოლი გაიტანა. მოსკოვის სპარტაკის დუბლებში მოთამაშე 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც წინა ტურშიც გაიტანა, ამჯერად თავი ტულის არსენალთან შეხვედრაში გამოიჩინა.

მოსკოვის სპარტაკის დუბლებმა მე-15 ტურის საშინაო მატჩში მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. ქუთათელაძე სპარტაკის სასტარტო შემადგენლობაში იყო, გატანილი გოლით კი 69-ე წუთზე გამოირჩა და ანგარიში 4:2 გახადა. მეტოქის ორ მცველს შორის მოქცეულმა ქართველმა თავდამსხმელმა, რთული მდგომარეობიდან მაინც მოახერხა კარში ზუსტად დარტყმა. ნიკა 79-ე წუთზე შეცვალეს.

📺 სპარტაკი 5:2 არსენალი

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რომელიც სპარტაკში სეზონის დაწყების წინ გადავიდა, რუსეთის ახალგაზრდულ პირველობაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში მე-3 გოლი შეაგდო. მანამდე ნიკამ მოსკოვის ლოკომოტივსა და კრასნოდარს გაუტანა. 

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ფეხბურთის თამაში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი ლილის აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პარი სენ-ჟერმენის სისტემაში ვარჯიშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები